-
2015-02-09 18:29
მსახიობი სოფია სებისკვერაძე აცხადებს, რომ „ერთგულების ტესტის“ მსგავს პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„რთული იყო „ერთგულების ტესტში“ გუგა კუზანოვის ცდუნება, იმიტომ, რომ მამაკაცს, რომელიც უნდა შემება, ვერაფრით გავაკვირვებდი.
მაშინაც მკერდის ორი ოპერაციიდან იყო მოსული. მისმა ცოლმა აღნიშნა, რომ ძალიან ეჭვიანი ტიპია და სულ ჰგონია, უთვალთვალებენ.
ამანაც გაართულა სიტუაცია. სიმართლე გითხრათ, არ იყო სასიამოვნო. მსგავს რამეს აღარ დავთანხმდები.
რაც შეეხება ჩემს ახალ სექსუალურ ფოტოებს, ეს ინტერნეტჟურნალისთვის იყო გადაღებული.
ინტერვიუ იუნა შაფათავამ აიღო და რუბრიკა იყო „საცვალი“, სულ ეს იყო. ეს ფოტოები მეტს არაფერს უკავშირდება“, - განაცხადა სოფია სებისკვერაძემ.
„თბილისელები“