
რეპერმა გვანცა ბაგრატიონმა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის თოჯინასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია.
„თოჯინა ბიძაჩემმა მაჩუქა. იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მომწონდა, პატივს ვცემდი და იმიტომ მაჩუქა.
სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ გააკეთა. ხელს რომ მიაჭერ, იცინის.
კიდევ მაქვს მაქვს ბიძინა ივანიშვილისა და ბერა ივანიშვილის თოჯინები.
მე პოლიტიკური მიმართულებით არ ვამბობ. როგორც ადამიანები მომწონს და ვაფასებ.
მე თვითონ სათამაშო ვარ და სათამაშოები მიყვარს,“ - განაცხადა „რეიტინგთან“ ინტერვიუში გვანცა ბაგრატიონმა.