რისი დათმობა მოუწია ნიკო გომელაურის ვაჟს

Image

გარდაცვლილი მსახიობის, ნიკო ომელაურს ვაჟი, ჯეჯი თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს.

მისი რჩეული მარიტა ჯანაშია  მისივე ჯგუფელია.

 

თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო დიდი გრძნობა არსებობდა.…

 

„ჯეჯი ძალიან გამგებია, თუ რამე კარგი თვისება არსებობს, ყველაფერია ჯეჯიში თავმოყრილი. ჩვენი ურთიერთობა ისე გადაიზარდა სიყვარულში, არ დავმსხდარვართ და არ გვილაპარაკია, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, უთქმელად ვიცოდით.

 

ორივე ძალიან რთულები ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ამ პრობლემებმა და სირთულემ ცუდ შედეგამდე არ მიგვიყვანოს.

 

მამაჩემი უკვე დიდი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობს, ზაფხულში მოსანახულებლად გავემგზავრეთ. ჯეჯის მამაჩემი საკუთარი ოჯახის წევრივით შეუყვარდა, ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, ახალ წელსაც იქ შევხვედროდით. მამა ცხოვრობს საპორტო ქალაქ ჰავრიში.

 

ახალი წელი თბილისში ბევრად პომპეზურად აღინიშნება, ვიდრე იქ, ფეიერვერკების გაშვება აკრძალულია, შეიძლება, მეზობელმა გიჩივლოს. სიმართლე გითხრა, წინათ რომ ვიყავით ჩასულები, მაშინ უფრო აქტიურები გახლდით, სულ აქეთ-იქით დავდიოდით, ახლა შედარებით პასიურად დავისვენეთ. წასვლამდე სპექტაკლი ვითამაშეთ და ისეთი დაღლილები ვიყავით, დასვენების მეტი არაფერი გვინდოდა.

ეს მოგზაურობა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ''შარლი ებდოს'' ტერაქტმა ყველაფერი ჩაგვაშხამა, ძალიან დავითრგუნე, და- ძაბული გარემო იყო. ამ ტერაქტის შემდეგ თითქმის ყველა ქალაქში რაღაც ხდებოდა, ძალიან შემეშინდა, ჩვენი ქალაქი ძალიან ახლოს იყო პარიზთან. საფრანგეთში ბევრი არაბი და ჯიჰადისტი ცხოვრობს, შესაბა-მისად, გაკონტროლება ძნელია. დღემდე ძალიან დაძაბული ვარ, მამას ხშირად ვურეკავ და ვკითხულობ, თურმე ახლახან მამაჩემის გვერდით უბანში ოთხი შავკანიანი ჯიჰადისტი დაუჭერიათ.

 

დიასახლისობა დიდად არ მეხერხება, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ვიცი - „შაშუკაა“, კვერცხითა და სხვადასხვა ინგრედიენტით მზადდება, მართლა გემრიელი გამომდის. საწყალი ჯეჯი ერთი თვეა უკვე მაგ „შაშუკაზე“ მყავს, მგონი, აღარ შეუძლია.

 

ვერ ვიტყვი, რომ გეგი გიჟდება მოდელებზე. თავიდან რომ გავიცანი, თქვა, მოდის კვირეულებზე არ ვივლიო. შეყვარებულები რომ გავხდით, მოუწია მოსვლამ და დადიოდა მორჩილად, მგონი, მისი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დათმობა ეს იყო,“ - ამბობს მარიტა ჯანაშია.

 

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !