-
2015-02-06 00:38
ქართულ ნაციონალურ ბალეტს ,,სუხიშვილებს,, წელს 70 წლის იუბილე აქვთ. საიუბილეო წელს, ,,სუხიშვილები,, განსაკუთრებული საზეიმო პროგრამით ხვდებიან და ტურნეს უკრაინიდან იწყებენ, სადაც 10 ქალაქში გამართავენ კონცერტებს, ხოლო შემდგომ პოლონეთსა და ბელორუსს ეწვევიან.
უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ანსაბლის ხელმძღვანელმა ნინო რამიშვილმა განაცხადა, რომ ის აქ ჩამოდის როგორც საკუთარ სახლში. მან ხაზი გაუსვა უკრაინელების მძიმე მდგომარეობას რუსული აგრესიის პირობებში და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
ნინო სუხიშვილმა გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საოკუპაციო პოლიტიკის გამო და განცხადება გააკეთა ივლისში, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ნინო რამიშვილმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს დაუკავშირა.
"თაიმერი"