
როგორც მომღერალი ნინო ძოწენიძე იხსენებს, თანაკლასელები „შატალოზე“ წავიდნენ, ის და მისი კლასელი კი დასაჯეს.
„ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ეკა კიკნაველიძე მასწავლებელმა (ჟორესი ერქვა) ძალიან სასაცილოდ გვცემა.
ყველა ბავშვი „შატალოზე“ წავიდა, ეზოში მე და ეკა დავრჩით. მასწავლებელმა დაგვიძახა, - ამოდითო!
რომ ავედით, თმა მოგვწიწკნა - გაგვიმეტა... თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, რადგან მთელმა სკოლამ გაიგო, რომ გვცემეს“, - ამბობს ნინო ძოწენიძე.
„გზა“