
მუსიკოს დათო ფორჩხიძის თქმით, შალვა რამიშვილი ძალიან შეიცვალა, კეთილშობილი გახდა, დაბერდა და დაბრძენდა.
„ვერავის ვაჯერებ, რომ შალვა ძალიან შეიცვალა, კეთილშობილი გახდა.
დაბერდა, დაბრძენდა და მიხვდა, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდა უყვარდე, ნაკლებად უნდა გააღიზიანო.
სულელური პოლიტიკიდან წამოვიდა და ხალხის გართობას დაუბრუნდა.
ვიღაცეებმა ჩემზე თქვეს, რამიშვილს დამკვრელად რატომ დაუჯდა შოუშიო? დამკვრელი ვარ და სხვა რა უნდა გავაკეთო“, - აღნიშნა დათო ფორჩხიძემ.
„სარკე“