
„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე… ჩემი პრიზი“ - წერს ნინი „ფეისბუქის პირად გვერდზე და მოგებული ავტომანქანის, „ჰონდა სითის“ ფოტოს აქვეყნებს.
მომღერალს ავტომანქანა ტელეპროექტ „ერთი-ერთში“ მიღებული მეორე ადგილისთვის ერგო.
პროექტის გამარჯვებულს, სალომე ბაკურაძეს ბინა გადაეცა საჩუქრად, ნინი წიკლაურს – ავტომანქანა, თემო საჯაიას – ოცი ათასი ლარი, ხოლო მეოთზე ადგილზე გასული, ნუკა კვალიაშვილი – ათი ათასი ლარით დასაჩუქრდა.