ია ფარულავა: „თქვენ გგონიათ მე ტარიელს მართლა დავშორდი?“

Image

მსახიობი ია ფარულავა მისთვის ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის მიერ შექმნილ  პროგნოზს აკონკრეტებს.

 

როგორც ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა, ია ფარულავასთვის  საუკეთესო პარტნიორი  მორიელი, კირჩხიბი და თევზები იქნება.

 

ამასთან, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მის ცხოვრებაში.

 

„ძალიან დიდი ბოდიში, ბატონო დავით, მაგრამ არ გეთანხმებით. ჩემი პირველი ქმარი იყო მორიელი.

 

ვერ ვიტან მორიელებს ვერც ქალებს და ვერც კაცებს. თევზებიც არავინ მყოლია.

 

რაც შეეხება  თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, რატომ? ტარიელი (თხის რქა) ხომ არის ჩემს ცხოვრებაში. თქვენ გგონიათ მე ტარიელს მართლა დავშორდი?

 

ლენინზე გამახსენდა, როგორც კარლ მარქსი და ელგენსი არ დაშორდნენ ერთმანეთს, ისე მე და ტარიელი არ დავშორდებით.

 

ძალიან დიდი კარმული მიჯაჭვულობა გვაქვს. პრობლემები რომელ ცოლ-ქმარს არ აქვთ?

 

შვილი რომ არ მყავს, ალბათ, კომპენსირებას ქმრით ვახდენ, ქმარს შვილივით ვუვლი, ვკარნახობ რა გააკეთოს, როდის გააკეთოს.

 

აბა, ხელები დაიბანე, ჭამე, ახლა იქ წადი, აქ წამოდი. გადავიყვანე ჭკუიდან (იცინის). რთული არ ვარ ოჯახურ ურთიერთობებში, ძალიან უბრალო ვარ, გეფიცები.

 

როცა უხასიათოდ ვარ, საკუთარ თავში ვიკეტები. ადრე სხვაზე ვანთხევდი ბოღმას. ახლა გამოვსწორდი, ვისწავლე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

 

გაბრაზებულ გულზე ვრთავ ბახს და იქ მთავრდება ჩემი გაბრაზება. ერთი სიტყვით, ბატონი დავითის დახასიათებიდან, ბიზნესვუმენობის გარდა, ყველაფერი მენიშნა,“ - აღნიშნა ია ფარულავამ.

 

http://primetimenews.ge/

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !