
როგორც მომღერალი მარიკო ებრალიძე აცხადებს, მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დედობისთვის ემზადება.
„ორსულად ვარ ტყუპზე. სქესი ჯერ არ ვიცი, მაგრამ გულისცემა მოვისმინე.
ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა გენეტიკაში არც ერთს არ გვაქვს.
6 იანვარს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. 8-ში კი შევიტყვე, რომ ტყუპებს ველოდები.
წამომივიდა ცრემლები ღვარად, ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
ახლა ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული, ყველაფერი თავზე მაყრია, მაგრამ ძალიან მიხარია, რადგან ბავშვები მუცლადყოფნისთანავე ეჩვევიან აქტიურ ცხოვრებას, მუსიკას, სიმღერას“, - აცხადებს მარიკო ებრალიძე
„თბილისელები“