
მომღერალი ნათია დუმბაძე სოციალურ ქსელშიც წერდა, რომ მისი მეუღლე ქუჩაში სრულიად უცნობი მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა და დაჭრეს.
„ამჟამად კარგადაა. უკვე სახლშია და ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.
ჩემთვის არასდროს არც კი მოუპარავთ რამე და მომხდარით აღშფოთებული ვიყავი.
მთავარია, რომ ბაჩო ახლა კარგადაა.
იმ მომენტში, როცა ეს ამბავი მოხდა, მყარად და ფხიზლად ვიდექი, სამი დღის მერე მოვდუნდი და მივხვდი, რომ ძალიან დიდი რაღაც გადავიტანე.
იმედი მაქვს, ჩემს და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში მსგავსი რამ არ განმეორდება", - აცხადებს ნათია დუმბაძე.
„რეიტინგი“