
გია ჯაჯანიძის გადაცემაში კესარია აბრამიძემ და იუნა შაფათავამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვები აკადრეს.
„primetimenews“-თან ინტერვიუში კესარიაც და იუნაც კონფლიქტის მიზეზებზე საუბრობენ.
„მადლობა მინდა გადავუხდო ადამიანებს, რომლებიც „ფეისბუქზე“ მწერენ და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ.
რაც შეეხება იუნას, მისი მხრიდან აგრესია ძველ ამბავს უკავშირდება. იუნა შოთიკო კალანდაძის ფილმის გადაღებიდან მოდის. შოთიკოსთან ჩემ ჩასაწერად მოვიდა „კურიერის“ ჟურნალისტი, მარი. იქ იყო იუნაც. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. იუნა გაბრაზდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა მე და არა მას.
მან მე პირადად მომაყენა შეურაცხყოფა და ამით ყველა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი შეურაცხყო. იურისტებმაც ნახეს ეს გადაცემა და ყველა აღიარებს, რომ იქ არის ჰომოფობიური განცხადებები, ირღვევა ჩემი უფლებები. იქ არც გამიგია, დათო ქაცარავას ჩაულაპარაკია ძალიან ცუდი ფრაზა.
მე შემიძლია სამართლებრივად მოვითხოვო ამ ყველაფერზე პასუხი. ეს ჩვეულებრივი მუქარაა. მოვიცლი ამ ყველაფრისთვის და მივმართავ სასამართლოს, აუცილებლად მოვითხოვ ამაზე პასუხს.
დასაბანი თავი რომ ჰქონდა, იმისთვის არ მითქვამს, რომ გული მეტკინა მისთვის, მართლა დასაბანი თავი ჰქონდა,“ - აცხადებს კესარია აბრამიძე.
„ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ. სამწუხაროდ ქართული კანონმდებლობა, მხოლოდ უმცირესობის უფლელებს იცავს და უმრავლესობა კნინდება.
თითქოს სამარცხვინოა, იყო ნატურალი. იურისტი ვარ, უამრავი იურისტი მეგობარი მყავს. გპირდებით, კესარია აბრამიძე აუცილებლად მოიხდის საჯაროდ ბოდიშს ჩემი შეურაცხყოფისთვის…
არ მიკვირს არც ბისექსუალი, არც ტრანსგენდერი, არც ბიგენდერი, უბრალოდ, როცა პრეტენზია გაქვს ნატურალურ ქალს შეედარო, ნუ დაგავიწყდება, რა ცხოვრებით ცხოვრობ და ცოტა უფრო მორიდებულად მოიქეცი. მე ვწერ, ვმღერი, ტელეწამყვანი ვარ, მსახიობი, მაგას მხოლოდ იმიტომ აძლევენ შემოთავაზებებს, რომ ტენდენციაა ასეთი მსოფლიოში, უნდა დაიცვან უმცირესობის უფლებები.
რატომ მოიგო „ევროვიზია“ კონჩიტამ? იმიტომ რომ უმცირესობების უფლებებს იცავენ. კი ბატონო, დავიცვათ უმცირესობების უფლებები, მაგრამ არც უმრავლესობის უფლებები უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან დიდ პარტივს ვცემ მიქელ ანჯელოს, ლეონარდო და ვინჩს, იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ბისექსუალები, მაგრამ ნიჭიერები. სამწუხაროდ ამ ადამიანს არაფრის ნიჭი არ აქვს.
სხვათა შორის, ძალიან ბევრი ნიჭიერი უმცირესობის წარმომადგენელი გვყავს საქართველოში. მიკვირს, რომ ისინი არ ჩანან. ხელოვნების პროფანაციაა იაფასიანი რეიტინგის დაწერა ასეთი მეთოდებით.
...ჯერ ერთი ფილმიც საშუალო ხარისხის არის და ამ მომენტებზეც, სადაც კესარია თამაშობს, კარგს ვერაფერს ვიტყვი.
მე მანდ ეროტიკა ვერ დავინახე. ეს იაფასიანი პორნოგრაფია იყო,“ - აცხადებს იუნა შაფათავა.