
მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძის რჩეული 24 წლის ფეხბურთელი ირაკლი შალიკაშვილია.
როგორც ვერკა ამბობს, ყოველთვის ჰქონდა სურვილი სპორტსმენი შეყვარებული ჰყოლოდა.
ირაკლიც სწორედ ისეთი ადამიანია, როგორზეც ოცნებობდა.
„ირაკლი ფეხბურთელია. როგორც კი გავიცანი, მომეწონა, თუმცა არ მეგონა, ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობა თუ თუ ჩამოყალიბდებოდა.
ძალიან კარგი ადამიანია, თბილი, ყურადღებიანი, ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. დაქორწინებას ჯერ არ ვაპირებთ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, არსად გვეჩქარება...
პირველი შეხვედრის შემდეგ იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, ირაკლი რეპეტიციებზე დადიოდა. ვფიქრობდი, ეტყობა მეგობრების სანახავად მოდის-მეთქი.
ხშირად რეპეტიციები გვიან ღამემდე გრძელდებოდა, ის კი არ გვშორდებოდა. მიკვირდა, როგორ არ ბეზრდება ჩვენი ვარჯიშის ყურება-თქო? მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე“, - აცხადებს ვერკა ჯაჯანიძე.
„გზა“