
მსახიობი ზურაბ გიორგაძე, „სარკესთან“ ინტერვიუში, წლების წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას იხსენებს.
„წლების წინ, „მერსედესი“ მყავდა, ზესტაფონში ვიყავი.
ქუჩაში ბებიას შვილიშვილი დაუსხლტდა ხელიდან, გზის მეორე მხარეს ბიძისკენ გარბოდა და ამ დროს ჩემს მანქანას შეუვარდა.
ისეთი ხმა იყო, მეგონა გადავუარე. კაცის მკვლელად წარმოვიდგინე თავი და ვფიქრობდი, რომ იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება.
მადლობა ღმერთს, სწრაფად არ მივდიოდი. გადმოვედი მანქანიდან და ატირებულ ბავშვს ვეცი.
ფეხზეც ადგა, არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა, მაგრამ საავადმყოფოში მაინც გავაქანე.
მე ხო „იღბლიანი“ ადამიანი ვარ? ბიძია, რომელსაც ბავშვი გაეკიდა, პოლიციელი ყოფილა. ბაბუა პოლიციის ყოფილი უფროსი აღმოჩნდა და მამა - პოლიციის იმჟამინდელი უფროსის მოადგილე.
ბებიამაც და ბიძამაც აღნიშნეს, რომ ჩემი ბრალი არ ყოფილა.
იმ საღამოსვე ჩავაკითხე ოჯახს სოფელში. ერთ-ერთი შვილის დაბადების დღე იყო, კარგად ვიქეიფეთ, დავმეგობრდით და ასე ბედნიერად დასრულდა ეს ისტორია“, - განაცხადა ზურაბ გორგაძემ.