
როგორც მსახიობი ლელა მებურიშვილი ამბობს, სერიალში დაბრუნების შესახებ ბოლო მომენტში გააგებინეს და ისიც დათანხმდა.
„ძალიან გამიხარდა, რადგან ამ გუნდთან მუშაობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ძველთან მიბრუნებას სიახლეები მირჩევნია ხოლმე.
ამიტომ პავილიონში ყოველ მისვლაზე ვკითხულობ, ახალი რა იქნება. მინდა ეს მაყურებლისთვისაც სიახლე იყოს და არ მობეზრდეს.
როცა სერიალი დავტოვე ამაში დადებითსაც ვხედავდი, რადგან მაყურებელს თავი არ შევაწყინე.
მინდა კატომ სერიალი გაახალისოს, ახალი ფერები შესძინოს და ისეთი არ იყოს, როგორც ადრე. ვნერვიულობ და იმედია, მაყურებელი ძალიან მკაცრი არ იქნება“, - განაცხადა ლელა მებურიშვილმა
„სარკე“