ექსკლუზიური ამბები სოფო ბედიას და მიშა მესხის ქორწილიდან

Image

22 იანვარს მომღერალმა სოფო ბედიამ და მიშა მესხმა ჯვარი დაიწერეს.

 

ჯვრისწერას მხოლოდ მეჯვარეები, სოფოს ძმა ბორისი და წყვილის რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა.

 

დარბაზში მოწვეულ სტუმრებს შორის იმდენი მომღერალი იყო, სცენასთან რიგი იდგა.

 

წყვილის ქორწილი გაალამაზეს ანსამბლებმა: „ფორტემ“, „თეატრალურმა კვარტეტმა“, „ქუჩის მუსიკოსებმა“, „ქუჩის ბიჭებმა“, „ალილომ“. სოლო სიმღერები შეასრულეს, ტატო გორედძიშვილმა, ლაშა ღლონტმა, გელა გნოლიძემ, გიორგი წერეთელმა. დუეტში იმღერა სოფომ ძმასთან, ბორის ბედიასთან ერთად.

 

საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: სოზარ სუბარი მეუღლითურთ, მამუკა ლომაშვილი, ნანა ცინცაძე, ლელა ნინუა, პაატა თედიაშვილი, დათო როსტომაშვილი. ამ უკანასკნელის „მკერდის ცეკვამ“ ისე გაამხიარულა მაია ასათიანი, მთელი საღამოს განმავლობაში სთხოვდა, კიდევ იცეკვე, ვიდეო მინდა გადავიღოო. თამადის მოადგილე გახლდათ მომღერალი და ახლა უკვე მოცეკვავეც, ზურა მანჯავიძე.

 

ბედნიერმა წყვილმა სტუმრებისთვის „დაისი“ შეასრულა. იცეკვეს „აჭარულიც“ და „რუმბაც“. პატარძალმა ცეკვისთვის „რუმბა“ კაბა გამოიცვალა.

 

„ქართულ ცეკვაზე არ მივარჯიშია. გუშინ მაცეკვა ჩემმა მეგობარმა გოჩა დაუშვილმა. ამაზე ვნერვიულობდი ყველაზე მეტად, მეშინოდა, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ გავართვი თავი. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა, მაგრამ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არასდროს მქონდა საშუალება, დამეხვეწა. მხოლოდ სხვისი ყურებით ვტკბებოდი აქამდე.

 

სამწუხაროდ, სიმღერისგან ძალიან შორს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლეა სოფო ბედია. თუმცა, გასართობ შოუებში ერთჯერადად თუ ვიმღერებ ამით არაფერი დაშავდება,“ -აღნიშნა მიშა მესხმა.

 

„მიშას სახლში ახლა რემონტია, ამიტომ დროებით ჩემთან ვიცხოვრებთ. სავარაუდოდ თებერვალში ამერიკაში წავალთ. კონცერტი მაქვს და თან თაფლობის თვესაც მოვიწყობთ.

 

ბედნიერებაა, ღვთის წინაშე უკვე ცოლ-ქმარი ვართ. ამაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარი არ არსებობს,“ - განაცხადა სოფო ბედიამ.

 

http://primetimenews.ge/ 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !