
კარგა ხანია ცნობილია ტელეწამყვან სამორი ბალდესა და „ერისიონის“ მოცეკვავის სოფო ბარნოვის სიყვარულის შესახებ.
ცნობილია ისიც, რომ გოგონას ოჯახმა სამორის ოჯახის წევრები გაცნობის მიზნით რესტორანში დაპატიჟა.
როგორც სოფოს ოჯახის ახლობელი ამბობს, სოფოს და სამორს გრანდიოზული ქორწილი აქვთ დაგეგმილი.
ამ ბედნიერი დღისთვის შეყვარებულმა წყვილმა ზაფხული შეარჩია.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაქორწინდა და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.
სოფოს მამას, თამაზ ბარნოვ ამ ინფორმაციას ადასტურებს.
„ბოდიშს ვიხდი, მე ვერ გიპასუხებთ. ახალგაზრდებმა იქორწინეს და რა თქმა უნდა, ერთად არიან,“ - აღნიშნა მან „პრაიმტაიმთან“ საუბარში.