-
2015-01-26 15:52
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ არ ესმის ფურცელზე გაფორმებული ცოლების, რომლებიც ქმარს ღალატს პატიობენ.
„ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, რამდენად მწარეა.
არაფერი, არც ფინანსები და არც დამოკიდებულება ქმრისადმი არ მომცემს იმის ძალას, რომ ვიცხოვრო სახლში, სადაც ქმარი არ მოდის, საყვარელთან დროს ატარებს და ამ დროს მე ფურცელზე გაფორმებული ცოლი ვარ.
კაცები რომ „დაძვრებიან“, ეს მამრობითი სქესის ინსტიქტით აიხსნება - კაცი არ იმართება ტვინით, ბუნებით მონადირეა, ჟინს იკმაყოფილებს და უმეტეს შემთხვევაში, ამის მერე იმ ქალის სახელიც აღარ ახსოვს.
ასეთი ღალატი ქმარმა ცოლს არ უნდა გააგებინოს, მაგრამ თუ ქალს უღირს ქმარი, ამ ერთი შეცდომის გამო არ ღირს ოჯახის დანგრევა.
მე არც მინდა ამის გაფიქრება, თუმცა არავინაა დაზღვეული. ბედნიერი ვარ, არაჩვეულებრივი ქმარი მყავს და ერთი „გაძრომისთვის“ ამ ბედნიერების დანგრევა არ ღირს.
თუმცა, ასეთი რამ რომ გავიგო, შეიძლება მოვკლა ორივე და მერე ჩაწერეთ ჩემთან ინტერვიუ, როგორ მოვკალი ქმარი“, - აცხადებს სალომე გოგიაშვილი.
„რეიტინგი“