
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან „მგლის ბილეთით“ გაშვებული გია როინიშვილი აცხადებს, რომ მისი პარლამენტში ყოფნისას თუმანიშვილის თეატრს რამდენჯერმე გაეზარდა დაფინანსება.
ქეთი დოლიძეც ბევრჯერ დაუცავს მტრებისგან, მაგრამ მისი ღვაწლი მაინც ვერავინ დაინახა.
„მისთვის ცუდი არ მისურვებია და არც გამიკეთებია.
ასეთ საქციელს ვერაფერს ვუკავშირებ. შეიძლება ის ზეწოლის ქვეშაა.
როცა ტელევიზიით მოვუსმინე, ისეთი „სურნელი“ დადგა, თითქოს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ არ ამბობდა. ის ამისთვის ნიადაგს კარგა ხანია ამზადებდა.
ზუსტად 2 წლის წინ სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ მომიხსნა. მიზეზი ვკითხე და მიპასუხა, ასე მინდაო.
თუმანიშვილის თეატრისთვის არასდროს მიღალატია, არც მაშინ, როცა თეატრის სცენაზე ვიდექი და არც მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული თანამდებობა მეკავა.
ამაზე საუაბრი არ მიყვარს, მაგრამ როდესაც პარლამენტში ვიყავი, თუმანიშვილის თეატრს რამდენჯერმე გაეზარდა დაფინანსება და წინ წაიწია.
არასოდეს ჩავრეულვარ ვინმეს შემოქმედებით საქმიანობაში. ქეთი დოლიძე როცა საუბრობ, არც გისმენს - ასეთი ჩვევა აქვს.
ამიტომ, მინდა იცოდეს, რომ მასაც და სხვებსაც ძალიან ხშირად გადავფარებივარ, დამიცავს იმისგან, რომ შემოქმედებითი საქმიანობა გაეგრძელებინათ“, - აცხადებს გია როინიშვილი.
„სარკე“