
მსახიობ ია სუხიტაშვილს ფილმ „მანდარინების“ წარმატება ძალიან ახარებს, მით უფრო, რომ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მისი მეუღლე, მიშა მესხი ასრულებს.
„ამ ყველაფერს. ძალიან მინდა, რომ „მანდარინებმა“ „ოსკარი“ აიღოს.
ეს არის ქართველების დიდი გამარჯვება.
ქართული კინოს ისეთი ისტორია აქვს, სადღაც უნდა გაესროლა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ფილმი ესტონეთის სახელით წარდგენილი, მიაკოთხონ კულტურის სამინისტროს, კინოცენტრს და იქ გაარკვიონ.
ამ ფილმთან უშუალოდ ვარ დაკავშირებული, ვიცი შიდა სამზარეულო, მაგრამ თავს ზედმეტი ლაპარაკის უფლებას არ მივცემ.
ვინც კრიტიკას წერს, ჩემზე უკეთ იცის, ვის უნდა მოჰკითხოს პასუხი.
აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახელით წარსდგება - ამ ფილმზე იმუშავეს ქართველებმა. უნდა დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი.
სამწუხარო თემაა, მეც გული მწყდება, მაგრამ ეს ზაზას ბრალი არ არის და ვისი ბრალიცაა, კარგად იციან. მიიღონ ეს გამარჯვება და ჩვენთან ერთად იზეიმონ“, - აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.
„რეიტინგი“