-
2015-01-19 20:48
თუმანიშვილის თეატრიდან გია როინიშვილის გაშვებამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქეთი დოლიძეს მტრები მოუმრავლა.
გავრცელდა ხმები, რომ პოსტი დატოვა კინომსახიობთა თეატრის დირექტორმა ზურა გეწაძემ.
აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაცია რეჟისორმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა.
„ჩემმა მეგობარმა ზურა გეწაძემ განცხადება დაწერა. იგი დატოვებს კინომსახიობთა თეატრის დირექტორის პოსტს.
WELCOME TO CLUB!!!
ზურა, ძალიან კარგად მესმის შენი!!!
ეხლა უკვე თეატრის მართვის მაგარი ცოდნა გაქვს, რომელიც პრაქტიკით და დიდი გამოცდილებითაა მიღებული.
მეამაყება, რომ მაგარი პროფესიონალი ძმაკაცი მყავს!!!”- წერდა დავით საყვარელიძე.
განცხადებას ქეთი დოლიძე მყისიერად გამოეხმაურა.
„ჩემო კოლეგებო! დაწყნარდით! ზურაბ გეწაძე თუმანიშვილის თეატრიდან არსად არ მიდის! ეს არის ტყუილი!
ზურა და მე შესანიშნავად ვმუშაობდით და ვმუშაობთ ერთად! მიკვირს დათო საყვარელიძის! ასე, როგორ შეიძლება? ჩვენ ვინმეს საქმეში ვერევით? დაგვანებეთ თავი!
ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვღებულობდით და ვღებულობთ! ასე როგორ დაივიწყეთ თქვენი მასწავლებელი და ის, რისთვისაც მოხვედით თეტრში??? კაცები ხომ ხართ ისევ??? რა საგმირო საქმეებზე ლაპარაკობთ???”- აღშფოთება ვერ დაფარა დოლიძემ.
მოგვიანებით საკითხში სიცხადე თავად ზურა გეწაძემ შეიტანა.
„ჩემო მეგობრებო,
იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები იყოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ვაკეთებ მოკლე განმარტებას:
დიდი ხანია ვფიქრობ გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მმართველად, ხოლო შემდეგ დირექტორად ვმუშაობ, არ დამიშურებია ძალა, ენერგია და ნერვები იმისათვის, რომ ჩვენს თეატრში ყველაფერი მაღალ დონეზე ყოფილიყო. ხან გამომდიოდა, ხან არა.
თავიდანვე ვამბობდი, რომ მმართველის თანამდებობაზე ჩემი მოღვაწეობა დროებითია, ვიმუშავებ სანამ საორგანიზაციო საკითხებს არ დავალაგებ–მეთქი. ჩემი აზრით ამ თანამდებობაზე ამოვწურე ჩემი თავი, მეტის გაკეთება აღარ შემიძლია, აღარ მაინტერესებს ფინანსები, იურიდიული თუ სხვა ტექნიკური საკითხები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავდგა ბევრი სპექტაკლი და ჩემი დრო და ენერგია შემოქმედებას მივუძღვნა.
გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზებს ნუ დაუკავშირებთ. თეატრიდან არ მივდივარ, სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქ-ნ ქეთისთან შეთანხმებით, სეზონის ბოლომდე შევასრულებ დირექტორის მოვალეობას, მერე კი დავრჩები თეატრში და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას გავაგრძელებ.
პატივისცემით,
ზურაბ გეწაძე“