-
2015-01-19 20:26
გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში მომღერალი თამარ ჭოხონელიძე თუმანიშვილის თეატრიდან ყოფილი მეუღლის, გია როინიშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში გიასნაირ ნიჭიერ მსახიობებს თეატრიდან არ ათავისუფლებენ.
„ცოტა არ იყოს გაოგნებული ვარ იმ ნაბიჯით, რაც გიას მიმართ გადაიდგა.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ნიჭს, პროფესიონალიზმსა და ნიჭიერ მსახიობებს აფასებენ, გიასნაირ მსახიობებს სამსახურიდან ნამდვილად არ უშვებენ”, – ამბობს თამარ ჭოხონელიძე.