-
2015-01-18 21:53
ნინა წკრიალაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე დიზაინერ ზალიკო ბერგერთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა.
„ambebi.ge“-სთან საუბარში მომღერალმა აღნიშნა, რომ ის და ზალიკო როტედამში იმყოფებიან.
„მე და ზალიკოს ერთი ნათლული, პატარა ელისაბადი გვყავს, ანუ ერთი წლის წინ ჩვენი მეგობრების შვილი მოვნათლეთ, რომლებიც როტერდამში ცხოვრობენ.
მათ დაგვპატიჟეს და რამდენიმე დღით ჩამოვედით. მოკლედ, ერთი ოჯახი ვართ.
ჰოდა, ამ ჩვენს საყვარელ ოჯახთან ერთად, ერთობლივად კარგი საქმის დაწყებას ვგეგმავთ.
თან, საქმეს ვაკეთებთ, თან, ვერთობით. იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოგვივა და მერე ჩვენ ამბებს დეტალურად შეგატყობინებთ,“ - აღნიშნა ნინა წკრიალაშვილმა.
