
„სად ეწერა, მე რომ ტვ-დან მივდივარ, გასკდა ტელეფონი და ავტორებს მინდა ტკბილად გავესაუბრო“ - დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სატელეფონო ზარებით თავმობეზრებულმა ეკა ხოფერიამ.
როგორც კომენტარებით გაირკვა, ტელეწამყვანის გაბრაზების მიზეზი ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე გამოტანილი სათაურია, სადაც ეკა ხოფერიას ფოტოზე ასეთი წარწერაა გაკეთებული: „ეკა ხოფერია ეკრანიდან მიდის“.
მალე კეთილისმსურველებიც გამოჩნდნენ და ტელეწამყვანს ფეისბუქზევე იმ გამოცემის ყდა დაულინკეს, რომლის დამსახურებითაც ეს ამბავი აგორდა.
„ინტერვიუს ჩემი პროდიუსერებიც ესწრებოდნენ. ბოლოს ნიძლავი დადეს, რა იქნებოდა სათაურად. ოთხივემ წააგო)) მეც))) აღარც ვბრაზდები))),“ - ახალი პოსტი გამოქვეყნა „დამშვიდებულმა“ ეკა ხოფერიამ.