„რა შარლი ხარ?... შარლი არა შურლი... აღარ მოგვბეზრდა სხვის დაკრულზე ცეკვა?“

Image

მსახიობი მიშა გომიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე  „Charlie hebdo“-ს მხარდამჭერ ქართველებს აკრიტიკებს.

 

„პირველ რიგში მინდა გულის ტკივილი გამოვხატო და მივუსამძიმრო 7 იანვარს პარიზში, ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, პარიზს და მთლიანად საფრანგეთს.

 

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ჭკუადმყოფელი ადამიანი, რომელიც ტერორიზმს გაამართლებს!

 

ტერორიზმს არც ეროვნება გააჩნია და არც რელიგია, პირადად მე არა კაცურ, ნაძირლურ და მეტსაც ვიტყვი, ლაჩრულ საქციელადაც კი მიმაჩნია... და ყველაზე მთავარი და შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ დროს უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები იღუპებიან.

 

ზუსტად ამაზეა გათვლილი ტერორისტების ქმედება... მაგრამ არანკლებ დანაშაულს ჩადიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს მათ გამონათქვამს, მათ საქციელს და მიუხედავად ამისა, მაინც პროვოცირებენ ტერორისტებს...

 

არავის აქვს უფლება მუსულმანების, ქრისტიანებისა თუ სხვა აღმსარებლობის მიმდევართა რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს, მათი ღმერთები თუ წმინდა მოციქულები გააშარჟოს და გაამასხარაოს!

 

სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს მილიონობით ადამიანისთვის წმინდათაწმინდა ფასეულობების შებილწვას, მათ რელიგიის შეურაცხყოფას, ჟურნალი „შარლი ებდო“ კი, ასეთ მკრეხელურ საქმიანობას არ ერიდება და დღეს თურმე უნდა გამოვიდეს ნომერი, როგორც თავად დაანონსეს, სადაც ისევ და შეიძლება უფრო მეტი შეურაცხყოფა და მკრეხელობა იყოს დაბეჭდილი....

 

რა უფლებით? ვინ მისცათ უფლება?... ისევ, სისხლისღვრის საფრთხის წინაშე დააყენონ უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები!!!

 

მაგრამ მე უფრო მაწუხებს ის, რომ საქართველოშიც დაიწყო ეს - „მეც შარლი ვარ“. რა შარლი ხარ?... შარლი არა შურლი... ეს რა უბედურება გვჭირს?... არც ვუფიქრდებით იმას, რას ნიშნავს - „მეც შარლი ვარ"... ნუთუ ისე გამოვთაყვანდით, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენც ვაწერთ ხელს ყველა იმ მკრეხელურ კარიკატურებს... ჩვენც ასე ვფიქრობთ?..

 

ნუ ამოვიდებთ მარცხენა ფეხის მუხლს მარჯვენა იღლიაში მიკი მაუსივით და ნუ გავრბივართ, თვითონაც რომ არ ვიცით სად... აღარ მოგვბეზრდა სხვის დაკრულზე ცეკვა?... ყველა თავის საქმეს აკეთებს, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ჩვენნაირ დურაკებს იყენებენ ამისთვის... ჩვენ წყალს და პამპერსებს გვიგზავნიან... და შეშფოთებულნი არიან...

 

რაღაც არ მახსოვს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ქალაქში გამოსვლები, სადაც შავ დაფაზე წარწერა ყოლილიყო - „მეც სოხუმი ვარ“, „მეც სამაჩაბლო ვარ“, „მეც რობაქიძე ვარ“, „მეც გირგვლიანი ვარ“...

 

მოვეშვათ ამ მეტიჩრობას, და ცოტა უფრო სერიოზულად ვიფიქროთ საუკუნეების მანძილზე ჩვენს გვერდზე მცხოვრები ჩვენი ძმების სარწმუნოებას ნუ შევურაცხყოფთ, და რაც მთავარია, ჩვენს რელიგიას, სარწმუნოებას და ეკლესიას, რითიც მოვედით დღემდე, როგორც მინიმუმ პატივი ვცეთ! P.S. ეს იმათ, ვინც გადაწყვიტა იყოს „შარლი“,  - წერს მიშა გომიაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !