
როგორც თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ამბობს, ის და მისი მეუღლე ყველაზე ხშირად ჭამის გამო ჩხუბობენ.
„რაც თეკლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო ჯანსაღად ვიკვებები.
საღამოს საცივი უკან შემადებინა მაცივარში. ღამის 12 საათი იყო დაწყებული და არ მაჭამა საცივი.
სალათებს და წვნიანს მიკეთებს და ასე ჯანსაღად ვიკვებები. ზედმეტი წონა ავადმყოფობაა.
ცდილობს, დამიცვას, მაგრამ არ გამოსდის. გემრიელი ჭამა მიყვარს. ჭამა დიდი სიამოვნებაა და რა ვქნა?!
ყველაზე ხშირად ჭამის გამო ვჩხუბობთ. თეკლა სულ მეხვეწება, არ ვჭამო. მეც ხანდახან არ ვჭამ“, - განაცხადა ნიკა წულუკიძემ.
„სარკე“