
მომღერალი დათო ხუჯაძე ახალ წელს ახალი გეგმებით ხვდება და აცხადებს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გამართავს საქველმოქმედო კონცერტს, შემოსულ თანხას კი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავს.
„ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ არ გამომივიდა ისეთი ოჯახის ჩამოყალიბება, როგორიც მინდოდა.
2015 წელში საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს. 2 თვის წინ პარიზში კლიპი გადავიღე. ახლა მეორე სიმღერაზე მუშაობას ვიწყებ, რომელსაც მარტში გამოვუშვებ.
მე და დათო ფორჩხიძეს საბავშვო სტუდია „სახე“ გვაქვს, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება. ძალიან მაგარი ბავშვები გვყავს.
აქცენტი იმაზეა, რომ ბავშვებმა ცოცხლად იმღერონ. შემოსულ თანხას მთლინად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადავურიცხავ.
წელიწადში ერთხელ მაინც გავაკეთებ ასეთ კონცერტს და ყველა მომღერალს ვურჩევ, რომ იაქტიურონ და საქველმოქმედო კონცერტები გამართონ“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.
„სარკე“