
მსახიობ ია ფარულავას განცხადებით, მისი ცხოვრების რეჟიმია 8-9 საათიანი ძილი, რომელსაც დღის განმავლობაში, როცა დრო აქვს, ერთ საათიან ძილს ამატებს.
„ჩემი ცხოვრების რეჟიმი ნამდვილად არ მოიცავს დილით ყავასა და სიგარეტს.
თუმცა არ ვიტყვი, რომ ეს რიტუალი სახის კანზე ცუდად მოქმედებს. მყავს მეგობრები, რომლებიც ამ რეჟიმით ცხოვრობენ და შესანიშნავად გამოიყურებიან.
ჩემი ცხოვრების რეჟიმია 8-9 საათიანი ძილი, რომელსაც დღის განმავლობაში, როცა დრო მაქვს, ერთ საათიან ძილს ვამატებ. დღეში ლიტრანახევარ წყალს ვიღებ და ჯანსაღად ვიკვებები.
დიდი ოჯახი, რომ მყავდეს, შვილები და ა.შ. რასაც თავისი სტრესები ახლავს, ია ფარულავა ამ შედეგს ვერ მიიღებდა.
ასე რომ ვცხოვრობდე, დაბერებული ვიქნები. წვრილშვილი არ მაწუხებს, შესაბამისად, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.
როცა საქმე არ მაქვს, მიყვარს სახლში ყოფნა, კოტრიალი, ქსოვა. ახლაც გადასაფარებელს ვქსოვ. ვისვენებ, მასაჟებს ვიკეთებ, რამდენადაც შესაძლებელია, კუს ტბაზე სუფთა ჰაერზე ვსეირნობ.
ყავას დღეში ერთხელ ვსვამ. მუდამ ვიღებ საჭირო ვიტამინებს. ქუჩაშიც კი წყლის ბოთლით დავდივარ“, - განაცხადა ფარულავამ.
„სარკე~