
მაყურებლის გადაწყვეტილებით, მეგაშოუ „ნიჭიერის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებულები თემო და ქეთი გახდნენ.
შემოსული ხმების რეკორდული რაოდენობიდან -195 ათას 271 ხმიდან, წყვილმა 33.2 % პროცენტი მიიღო.
ემოციური ქორეოგრაფიული ნომრისთვის თემომ და ქეთიმ მაყურებლისა და ჟიურის მოწონება არაერთხელ დაიმსახურა.
ფინალზე შესრულებული ცეკვისთვის კი ყველაზე ნიჭიერის სტატუსი მოიპოვეს და სამშენებლო კომპანია „ეპიკ დეველოპმენტისგან“ საჩუქრად კრწანისში მდებარე ბინა გადაეცათ.
rustavi2