-
2015-01-13 12:24
მომღერალ ნინი ქარსელაძის თქმით, მამასთან ცოტა უცნაური ურთიერთობა აქვს, რადგან მასთან არ გავზრდილა.
„ზუსტად მაშინ დაიჭირეს, როცა ჩემი ფსიქიკა და ფსიქოლოგია ყალიბდებოდა.
თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, 48-საათიანზე შევდიოდი მის სანახავად.
ეს ის ურთიერთობა არ არის, რომელიც მამას და შვილსს უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, გამოვიდა უკვე მესამე წელია და ვცდილობთ, ურთიერთობები დავალაგოთ.
უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, არაფერს ვუმალავ, ჩემი პირადი ცხოვრების შესახებაც იცის.
ყველაფერს ვუყვები, რადგან ადეკვატურად უდგება ყველაფერს. მგონია, რომ არ არის ჩამორჩენილი და ყველაფერი ესმის“, - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.
„თბილისელები“