
საახალწლო კონცერტზე გამოსული სოფო ნიჟარაძე მაყურებელს რატომღაც „საეჭვოდ“ გასუქებული მოეჩვენა და მომღერლის ჭარბწონიანობასთან დაკავშირებულმა ჭორებმა და ვერსიებმა სოციალური ქსელი ააჭრელა.
„პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში სოფო ნიჟარაძემ წონაში მატების მიზეზებზე ისაუბრა.
„ამერიკაში კვების პრობლემაა. რაც არ უნდა ეცადო, წონაში მაინც იმატებ.
მე ამ პრობლემის წინაშე მართლაც დავდექი. საზოგადოება მინდა დავაწყნარო, არც ისე ბევრი მაქვს მომატებული.
შვილს არ ველოდები. ყველაფერს გაიგებთ. არაფრის მალვას არ დავიწყებ. რაც არის, ეგ არის.
შვიდი კილო მქონდა მომატებული. ამერიკაში წონაში ყველა იმატებს.
ცუდი პროდუქტი კი არ არის, გენმოდიფიცირებულია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს.
ბიოპროდუქტი უნდა მიიღო, თუ არადა, სუქდები", - აღნიშნა მან.