
სატელევიზიო პროექტის პროდიუსერის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გადაცემა „2030“ TV-GDS-ის ეთერში თებერვლიდან, 20 საათსა და 30 წუთზე გავა და მისი პირველი, მეორე, მესამე და საერთოდ, ყველაზე ხშირი სტუმარი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იქნება.
„გადაცემის თარიღს კონკრეტულად ვერ დავკიდებთ, მაგრამ ალბათ, ეთერში თებერვლიდან გავა.
ამისათვის ყოველდღიურად ვმუშაობთ. საზოგადოების არ ვურჩევ ასეთ მოლოდინს, რაკი ეს გადაცემა გავა, აწი რაღა გვიჭირს, არაგვიც აღმა წავაო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავსაც არ მოვიჭრით და ქართული ტელესივრცისთვის ერთი რიგიანი გადაცემა გამოვა.
ეს იქნება საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა, რომელსაც მაკა ცინცაძე, ირაკლი შამანაძე და გიორგი უძილაური წაიყვანენ,“- აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
„ვერსია“