
„რეიტინგის“ ჟურნალისტმა საახალწლოდ გივი სიხარულიძის „მახეში გაბმა“ სცადა, თუმცა რესპოდენტი ანკესს არ წამოეგო და ხუმრობას ხუმრობით უპასუხა.
ჟურნალისტსა და შოუმენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- სექსშოპი გახსნაო, მითხრეს, იქნებ, სხვაზე გაქვთ გაფორმებული და გამოჩენა არ გსურთ. ეგ მე ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, ნივთის შეძენა მინდა.
- სექსშოპი (იცინის)? შაყირობთ? ჩემო ლამაზო, ერთი სექსი ვიცი მე, შოპი-მოპი არ ვიცი.
- თქვენ შაყირობთ ახლა, ბატონო გივი, მე კიდევ დიდ გაჭირვებაში ვარ, გასაბერი კაცი მინდა შევიძინო.
- გასაბერი კაცი რად გინდა, ჩემო ლამაზო, სულ გაბერილები და ღიპიანები არ დადიან?
- აი, ისევ ხუმრობთ, მე კიდევ მართლა მაინტერესებს გასაბერი კაცის ფასი.
- რომელი ხარ, ჩემო სიცოცხლე, რომელი?
- ეს იყო საახალწლო ხუმრობა, ჟურნალ ''რეიტინგიდან''.
- ააა, აი, თურმე, მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე. გაიხარეთ, გენაცვალე, გილოცავთ ახალ წელს!