
ახალი წლის წინა დღეებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით საქართველოში ყველაზე პოპულარულ მამაკაცად ია ფარულავას მეუღლე - გიტარისტი ტარიელ სუარი დასახელდა.
როგორც ჩანს, გამოკითხვის შედეგები ტარიელმაც შეიტყო, რის შემდეგაც „ფეისბუქზე“ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
„რეიტინგების მიხედვით, რომელიც მე მომაწოდეს, აღმოჩნდა, რომ მე ვარ მამაკაცი, რომლის შესახებაც 2014 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტს საუბრობდნენ. ვაი, ჩემს თავს უბედურს…“, - წერს ტარიელი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებამ ტარიელი სკანდალური კუთხით მას შემდეგ გაიცნო, რაც იას საყვარელი კატა ზუზი დაიკარგა.
კატის თაობაზე გიტარისტსა და ია ფარულავას შორის სოციალურ ქსელში გამართული პოლემიკა კარგა ხანს იყო განსჯის საგანი.
ჭორების მეორე ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ჟურნალისტებმა პროკურატურის შენობაში ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე მისვლა დააფიქსირეს.
მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარიელს პროკურატურაში ხელწერილი დააწერინეს და იასთან ახლო მიკარებაც კი აუკრძალეს.