-
2015-01-07 13:06
მომღერალი პატარა ნატაშკასთვის, რომელიც დეკემბერში მოევლინა ქვეყნიერებას, ძიძას დიდი გაფაციცებით არჩევს.
მისი თქმით, პატარა ძალიან ჰგავს მამას, რომელიც ქალიშვილს ხანდახან ნახულობს.
„ჯერ ისეთი დაკავებულიც არ ვარ, რომ გავრბოდე და დამტოვებელი მჭირდებოდეს, მაგრამ მალე მეყოლება.
ძიძის შერჩევისას უამრავი კრიტერიუმი მაქვს, პირველ რიგში, შინაურ წრეში ვეძებ. უცხო ადამიანს ვერ მოვიყვან შვილის მომვლელად.
რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს გამოცდილება, მით უმეტეს, ახალშობილ პატარასთან. თუკი ვიპოვე იდეალური ძიძა, მეორე ვერიკო, ძალიან კარგი იქნება.
არ მინდა, ისეთი პრინციპით ავარჩიო, როდესაც ადამიანი ნებისმიერ სამსახურს ეძებს და მისთვის სულერთია, სად იმუშავებს. ალბათ, ბავშვებიც უნდა უყვარდეს და იყოს მოწესრიგებული, სუფთა. არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ბავშვი აზრზე რომ მოვა, რბილი ლ-ებით ელაპარაკოს...
ნატაშკა 16 დეკემბერს გავაჩინე და ათ დღეში კონცერტი მქონდა. ახალი წლის ღამესაც ძალიან ბევრმა სირბილმა მომიწია, რადგან ორი კერძო კონცერტი მქონდა და ერთიც, მცხეთაში, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით. მერიის კონცერტზე არ მიმიწვიეს.
სიმართლე უნდა ვთქვა, რომც დაერეკათ, ვერ მოვახერხებდი ამ ეტაპზე რეპეტიციებზე სიარულს. თუმცა გამაღიზიანა კომენტარმა, თითქოს აქ მხოლოდ ის მომღერლები მიიწვიეს, რომელთაც ცოცხლად სიმღერა შეუძლიათ. ამაზე სტატუსიც დავწერე, რომელიც შემდეგ წავშალე...“ - აღნიშნა მან.
reitingi.ge