
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის, ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი აცხადებს, რომ ყოველ ახალ წელს კარგის მოლოდინით ხვდება.
„ამ დროს იმედი გაქვს, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდება.
ყოველ ახალ წელს კარგის მოლოდინით ვხვდები.
ყველაზე მეტად გამორჩეული ახალი წელი შარშან იყო, როდესაც ახლა უკვე ჩემს მეუღლეს, ახალი წლის ღამეს, 12 საათზე პირველად ვუთხარი - „მიყვარხარ“.
რაც შეეხება დათრობას, მთვრალი ცოტნესავით არ ვიქცევი ხოლმე, მაგრამ ცუდად დავმთვრალვარ, ისე რომ, ცოტნესავითაც მოვქცეულვარ.
ცხოვრებაში რამდენიმე ცუდი დათრობა მქონია, თუმცა, ზოგადად ცუდი სიმთვრალე არ მაქვს.
სუფრასთან რაღაცეები მიგიჟია, მაგრამ აგრესიული არ ვარ ხოლმე, თუ მდგომარეობიდან არ გამომიყვანეს. ისე, ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა.
საერთოდ, სიმთვრალე მაგითაა ცუდი, რომ ნაკლებად აკონტროლებ შენს თავს. სახეს რომ კარგავს ადამიანი, ეგ არ მიყვარს“, - აღნიშნა ბახუტაშვილმა.
„თბილისელები“