
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ბებია, ლალი ბადურაშვილი მისი შვილისილისა და ყოფილი ქმრის ურთიერთობებზე საუბრობს.
„ოჯახის დანგრევა ვისთვისაა მარტივი, ეს ნინისთვისაც არ იყო იოლი.
ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია, გარეგნობითაც შესანიშნავია, ორმეტრიანი ვაჟკაცია და ოჯახიც კარგი აქვს.
გადაყოლილები არიან ბავშვზე, ძალიან უყართ ელენე, რაც შეუძლიათ, ყველაფერს უკეთებენ. ირაკლის ვერაფერს დავუწუნებ, კარგი ბიჭია, მაგრამ ეტყობა, ის და ნინი სხვადასხვა ადამიანები არიან, რადგან საერთო ვერ იპოვეს.
ნინი ყველაფერს ძალიან გაგებით ეკიდება, ბავშვი ირაკლის ოჯახისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, იმიტომ, რომ სულ ენატრებათ, ნინი კი, როცა ირაკლი და მისი ოჯახი სთხოვენ, ყოველთვის ატანს, ცოტა ხნის წინ ბავშვი ძიძიანად გაატანეს, ყველანაირად გაუწიეს ანგარიში და ასეც უნდა იყოს.
თუ ოჯახი არ შედგება, ერთმანეთთან ჯანსაღი დამოკიდებულება მაინც უნდა ჰქონდეთ,“ - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.
„რეიტინგი“