
მსახიობმა გიორგი ყიფშიზემ გუდაურში თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა.
მას მარჯვენა ფეხზე იოგი გაუწყდა.
ექიმებმა დაზარალებულს ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.
როგორც „Ambebi.ge“-სთან საუბარში გაირკვა, მსახიობი ორშაბათს „ნიჭიერის“ წაყვანას ვერ შეძლებს
„ექიმმა მითხრა, რომ 21 დღე სჭირდება მკურნალობას, თუმცა დამაიმედეს, რომ უფრო ადრე მომხსნიან თაბაშირს, რათა "ნიჭიერის" ფინალურ შოუს დავესწრო,“ - აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.
მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი და შოუ „ექიმების“ წამყვანი დათო ლოლაძე ზრუნავს.
„გარდა იმისა, რომ გიორგი ჩვენი პაციენტია, ის ჩვენი მეგობარიცაა.
მას მარჯვენა მუხლის იოგის ნაწილობრივი წყვეტა აღენიშნება, მაგრამ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ დაკვირვებას.
საერთოდ, ასეთ შემთხვევებს 21 დღიანი პროცედურა სჭირდება, თუმცა ვეცდებით, რომ 8-ში თაბაშირი მოვხსნათ და ფიქსატორი გავუკეთოთ.
თაბაშირისგან ფიქსატორი იმით არის განსხვავებული, რომ თავისუფლად შეძლებს მოძრაობას და შესაბამისად, მიეცემა საშუალება, რომ "ნიჭიერის" ფინალს დაესწროს.
თუ აღმოჩნდება, რომ თაბაშირის მოხსნა მისთვის საფრთხის შემცველია, ვერ მოვხსნით და ვერც შოუს დაესწრება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით“- აღნიშნა მან.