
როგორც თამთა შედანია ამბობს, ბოლო სამი წელია მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ბედნიერი თუ სამწუხარო, თავბრუსდამხვევად ვითარდება.
„ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. მია 2 თვის იყო, როცა ჩვენი თანაცხოვრება დასრულდა.
არ მინდა, ამ თემაზე გავამახვილო ყურადღება.
ის არის წარსული, რომელიც წარსულში დარჩა და არ მინდა, ახალ წელს უსიამოვნო მოგონებებით შევხვდე.
მე გადავლახე ის კრიზისული პერიოდი, რაც განშორებას ახლავს თან. ოპტიმისტი ვარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ცხოვრება ძალიან ლამაზია.
მადლობელი ვარ იმ გრძნობის, რაც იმ წლებში მქონდა. ჩვენ გვყავს საერთო შვილი. ასე, რომ ამ ურთიერთობაში სანანებელი არაფერი მაქვს.
იმ ეტაპზე მინდოდა მასთან ცხოვრება, მინდოდა ოჯახი, მიყვარდა სიგიჟემდე, მგონია, საკუთარ თავზე მეტადაც კი, გადავდგი ეს ნაბიჯი და... მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ასე დასრულდა ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა შედანიამ.
„სარკე“