
მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის პერიოდში წონაში 13 კილო დაიკლო.
მისი მეწყვილე ჯულიანა ბარ-გნარია, რომელიც „ლაივშოუზე“ ნოდიკოს „სიურპრიზებით“ ანებივრებს.
„ჯულიანა საერთოდ მაგიჟებს, ისეთ რაღაცეებს აკეთებს.
იცი, ეთერის დროს როგორ გადაწვება ხოლმე?
იატაკს ადებს ლამის თავს და მინდა, იმ წამის მეათასედში მოვკლა, დავუყვირო - სად მიდიხარ-მეთქი.
ჯულიანამ იცის ჩემი პასუხისმგებლობის ამბავი, მანამდე ეს ყველაფერი გამაკეთებინა და არც ერთხელ რომ არ ჩამოვარდა, მიხვდა, რა შემიძლია", - აცხადებს ნოდარ ტატიშვილი.
„თბილისელები“