
გადაცემაში „მძიმე კაცთან“ სტუმრობისას რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, რომ ოცნებობს, ნინი ბადურაშვილი მისი რძალი გახდეს.
მომღერალმა ბიზნესმენის სურვილის შესახებ „Ambebi.ge“-სგან შეიტყო.
- არ მინახავს, რა თქვა?
- თქვა, რომ ძალიან კარგი გოგო ხართ და ოცნებობს, გახდეთ მისი რძალი.
- მართლა? თქვენგან გავიგე ეს პირველად, იმიტომ რომ, ორი დღეა სახლში არ შევსულვარ, ბევრი საქმე მაქვს და ტელევიზორს არ ვუყურებ.
მოსკოვში კონცერტზე ვიყავი ჩასული, ვიმღერე და წამოვედი. სხვა ნაცნობობა მასთან არ მაკავშირებს,“ - აღნიშნა ნინი ბადურაშვილმა.