„ჩვენ მარტო სალომეს გამო არ დავშორდით“ - თინეიჯერობაში მზია ორველაშვილსა და გიგი გაჩეჩილაძეს ერთმანეთი უყვარდათ...

Image

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეხუთე სეზონი დასასრულს უახლოვდება.

  

ფინალში მომღერალი ზურა მანჯავიძე და მოცეკვავე მზია ორველაშვილი გადავიდნენ.

 

მათი მეტოქეები ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარგნარი არიან.  

 

მოცეკვავე მზია ორველაშვილი პროექტის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს. მისმა მეუღლემ, უკრაინელმა ქორეოგრაფმა საშა ოხრიმენკომ პროექტი გოჩა ჩერტკოევთან უთანხმოების გამო დატოვა.

 

„გული დამწყდა, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიმა, ალიონა და საშა რომ აღარ არიან, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამ პროექტში მე არავინ მკრავს ხელს და ცუდად არ მექცევა. რა თქმა უნდა, მაკლია ის მომენტი, რომ მეუღლე გვერდით არ მყავს და რჩევებს არ ვეკითხები.

 

გავბრაზდი იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ვერ წავიდოდი, რადგან კონტრაქტზე მაქვს ხელი მოწერილი.  მათი ხელი ბევრს მოაკლდა, მათ შორის მეც. პროექტში ყველაფერი სხვანაირად იყო დალაგებული, იმიტომ, რომ მესამე წელი მუშაობდნენ. ახლა გიგი გვეხმარება. მსიამოვნებს, რომ თავად ვდგამ ცეკვებს...

 

ვერ ვიტყვი, რომ გოჩა ოდესმე ცუდად მომქცევია უკრაინელ ქორეოგრაფებთან ცუდი ურთიერთობის გამო.

 

როგორც ამბობდნენ, გოჩამ ხელი ჰკრა ალიონას, ზოგი ამბობს, რომ ხელი არ უკვრია. თუ გოჩამ ხელი მართლაც ჰკრა, ეს ლამაზი საქციელი არ არის. თუ ისინი იტყუებიან, არც ისაა ლამაზი საქციელი.

 

გიგისთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი ოთხჯერ მაქვს მოგებული. დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.  5-6 წლის წინ ძალიან ნაჩხუბრები ვიყავით, მაგრამ მერე ნორმალური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

 

თხუთმეტი წლის ბავშვები ვიყავით. მოგვწონდა ერთმანეთი და ხშირად ვჩხუბობდით.

 

ჩვენ მარტო სალომეს გამო არ დავშორდით, გიგი ძალიან ბევრ გოგოს მოსწონდა, მე ძალიან ეჭვიანი ვიყავი და რაღაც ეტაპზე ერთმანეთს ვერ გავუგეთ. რომ დავშორდით, მერე ჩემი ბავშვის მამა გამოჩნდა, რომელიც მომეწონა და ცოლად გავყევი.

 

საშას, დიმას და ალიონას, ასევე მეც, რაღაც პროექტებზე სხვა არხიდან გვაქვს შემოთავაზება და ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ,“ - აცხადებს მზია ორველაშვილი.

„რეიტინგი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !