
დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ ცოლის მოყვანაში ჯერ ჯანმრთელობის პრობლემებმა, ხოლო შემდეგ დაკავებულობამ შეუშალა ხელი.
„რაღაც ეტაპი არის, როცა ადამიანს შეუყვარდება და მერე შეყვარებულს ცოლად შეირთავს.
როცა შეყვარებულობის პერიოდი მქონდა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც გამიჩნდა, 150 კილო ვიყავი, დაკომპლექსებული, რის გამოც ვერც სიყვარულში ვუტყდებოდი, მეგონა დამცინებდნენ.
იმ ეტაპზე დავზარალდი.
როცა ჯანმრთელობის პრობლემა მომიგვარდა, ბევრი საქმე მომემატა.
როცა ასაკში შედიხარ, ასეთ გადაწყვეტილებას იოლად ვეღარ იღებ.
ის მამშვიდებს, რომ მამაჩემიც გვიან დაქორწინდა, 50 წელს იყო გადაცილებული. შეიძლება ეს გენეტიკურიც არის.
არ ვიცი მამაჩემივით გვიან მოვიყვან ცოლს, ადრე თუ საერთოდ არ მოვიყვან, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო მხოლოდ მაშინ მაქვს, როცა დასაძინებლად ვწვები“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
„სარკე“