
22 იანვარს მომღერალი სოფო ბედია და მისი რჩეული, მიშა მესხი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდიან.
როგორც თავად ამბობენ, ღონისძიება საკმაოდ პომპეზური და ხალხმრავალი იქნება.
მომღერალმა თეთრი საპატარძლო კაბა უკვე შეარჩია.
„ძალიან რომანტიკულად მთხოვა ხელი. ჯერ გავისეირნეთ, ფაეტონით ნარიყალა მოვიარეთ.
რომ მივუახლოვდით მტკვარზე ტივს, სადაც პირველად ამიხსნა სიყვარული, ტივზე დამხვდა ვარდის ფურცლები, ლამაზად გაწყობილი სუფრა, წითელი ვარდები და ამ რომანტიკულ გარემოში მთხოვა ხელი.
ეს ყველაფერი ჩემი თანხმობითა და ვალსის ცეკვით დასრულდა.
ასე მგონია, პირველად ვთხოვდები.
ასეთი მზადება ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, ბედნიერი ვარ“, - აღნიშნა სოფო ბედიამ.
„სარკე“