
სოციალური ქსელით გავრცელებული ამბავი ანა მარგველაშვილის გათხოვების თაობაზე, თავიდან ეჭვქვეშ დადგა, რადგან არც სიძის ძმამ და არც ოჯახის წევრებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანა და გიგი ჩიჩუა მართლაც დაქორწინდნენ.
„ნამდვილად დაქორწინდნენ. არ ვიცოდი, როდის და რას აპირებდნენ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ და ვიცოდი, რომ ყველაფერი ამით დამთავრდებოდა.
უკვე დიდი ხანია, შეყვარებულები არიან.
...მაკა არის გიგას მამიდა და გიგამ ნათესავი მოიყვანა ცოლად, ნწ, ნწ, ეს რა მომხდარა. ვერ ვხვდები ხალხი ასეთ რამეს როგორ უნდა წერდეს.
როგორ უნდა იყვნენ ნათესავები გიგი და ანა, საინტერესოა. აბსურდია ეს ჭორები. მაკა ანას დედინაცვალია და რა პრობლემაა, ამაში ვერ ვხვდები.
მართლა მამიდა რომ იყოს, გაგიტყდება. მხოლოდ მოგვარეები ვართ და სხვა არაფერი.
ჯერ არ ვიცი ქორწილს როდის გეგმავენ. თვითონ როგორც გადაწყვეტენ, ყველაფერი ისე იქნება,“- აღნიშნა გიგის ძმამ, ლევან ჩიჩუამ.
„რეიტინგი“