მიკ ჯაგერი: არც ჯენტლმენი ვარ და არც როკლეგენდა, შენ იღვიძებ დილით ფიქრით, ესა და ის ვარო?

Image

ნანობს თუ არა იმას, რომ ნარკოტიკებს ღებულობდა, რა რჩევებს აძლევს ძალიან ლამაზ მოდელ ქალიშვილს, რას იხსენებს წარსულიდან და როგორ უყურებს მომავალს... ინტერვიუ მიკ ჯაგერთან - ცოცხალ ლეგენდასთან, "აფხაზეთის ხმაზე".

 

-როგორც ცნობილია, წარსულში საკმაოდ დესტრუქციულ ცხოვრების წესს ეწეოდი, რამ გიხსნა სრული კატასტროფისაგან?

 

-მართალია, ჩვენ ყველას გაგვიკეთებია ალოგიკური რაღაცები და მეც მქონდა არასტაბილური მომენტები. ალბათ ის დამეხმარა, რომ ძალიან კარგად აღმზარდეს.

 

-ანუ თქვენი მშობლები დაგეხმარნენ?

 

-ჰო, ეგრე მგონია, როცა ბავშვობაში ოჯახურ გარემოში იზრდები და სითბო არ გაკლია, ეს მოგვიანებითაც გეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში. იყო დრო, ჩემთვის ექსცესები დღიურ ნორმად იქცა, მაგრამ ამან მხოლოდ გარკვეული პერიოდი გასტანა.

 

-როგორც ვიცით, ერთ დროს პოლიციაც კი გდევნიდა ნარკოტიკების გამოყენებისთვის. როგორ გახსენდება ის დღეები?

 

-მაშინ ეს არც ისე სასაცილო იყო. ნარკოტიკებმა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება მთლიანად შთანთქა. მთელ დროს იმას ვანდომებდი, რომ პოლიციასთან დაკავშირებული პრობლემები მომეგვარებინა და სხვა ვერაფრისთვის ვიცლიდი.

 

-არ გქონია ისეთი მომენტები, როცა ფიქრობდი, რომ საჭირო იყო ამ ყველაფრის გამოსწორება?

 

-ასე ცუდადაც არ ვგრძნობდი თავს. უფრო პირიქით. ერთი პერიოდი სამხრეთ საფრანგეთში მშვენიერი სახლიც მქონდა, რომელიც ვიღაცისგან დავიქირავე. მქონდა მშვენიერი ბაღი, რომელშიც ვსეირნობდი, საცურაო აუზიც. ჩემი მეგობარი მაკითხავდა ხოლმე და მიმინოებს წვრთნიდა ჩემს ბაღში. მაშინ ძალიან განვიტვირთე და მშვიდად ვიყავი.

 

-ეს ის პერიოდია, როცა „როლინგ სტოუნზსს“ ლონდონის დატოვება მოუხდა გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შენ კი საქვეყნოდ ცნობილი, მაგრამ გაკოტრებული იყავი?

 

-ჩვენ ყველანი გავკოტრდით, ჰო. გადასახადებმა ძალიან დაგვამძიმა. ჩვენი თუ სხვების მიზეზით, ვერ შევძელით სწორად გადაგვენაწილებინა დაგროვილი ფული. შემდეგ ჩამწერი კომპანიიდან მივიღეთ დაფინანსება, რომ ალბომი ჩაგვეწერა, თორემ სხვა შემთხვევაში ვერც სამხრეთ საფრანგეთში შევძლებდით წავსლას. უამრავი გადასახადი დაგვიგროვდა და ეგ ერთადერთი გამოსავალი იყო.

 

-ალბომი, რომელიც მაშინ ჩაწერეთ, მოგვიანებით მსოფლიო როკის ისტორიის კუთვნილებად იქცა. ახლა რომ განვლილ ცხოვრებას გადახედო, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის პერიოდი შენთვის შემომქედებითად ყველაზე ნაყოფიერი ხანა იყო?

 

-რა თქმა უნდა, საკმაოდ კრეატიული პერიოდი იყო, შესანიშნავიც კი ეთქმოდა. მუსიკისთვისაც სასარგებლო დრო იყო. ბევრი უაზრობაც შეიქმნა, მაგრამ პარალელურად ბევრი კარგი რამეც. კურტის მეიფილდი, ჯეიმს ბრაუნი, მარვინ გაიე... მათ შესანიშნავი ალბომები გამოუშვეს, მაგრამ ერთი კონკრეტული ფავორიტი არ მყოლია.

 

-რამდენი ხანი სჭირდება იმას, რომ მუსიკამ თავი მოგანატროს?

 

-ოთხმოციანებში შვიდი წლის განმავლობაში არ გამიკეთებია არანაირი შოუ, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად არ მომნატრებია.

 

-დღეს როგორ აღიქვამ თავს - ინგლისელ ჯენტლმენად თუ როკლეგენდად?

 

-არცერთი მათგანი არ ვარ. ორივე წოდება უაზროა; შენ იღვიძებ ხოლმე დილაობოთ ფიქრებით, ასეთი და ისეთი ვარო? უბრალოდ საკუთარი თავი ხარ. წოდებებზე ფიქრს მაშინ იწყებ, როცა ოფიციალურად ხარ ჩაბმული საქმიანობაში, სხვა დროს კი არაფერი იცვლება.

 

-როგორც ცნობილია, შენი ქალიშვილი ლამაზი მოდელია. აძლევ ხოლმე განსაკუთრებულ მამობრივ რჩევებს?

 

-ვეუბნები რომ არასოდეს მიიღოს ცხოვრება ზედმეტად სერიოზულად, რადგან ის მხოლოდ წარმავალი ახირებაა.

 

-რას გრძნობ, როცა აცნობიერებ, რომ ერთხელაც როლინგ სტოუნზის ერა დასრულდება?

 

-ყველას ცხოვრება სრულდება. ჩემი და შენი ცხოვრებაც არაა გამონაკლისი. ოდესმე შენც შეწყვეტ ჟურნალისტობას და მოკვდები. რა უნდა ვთქვა? ყველანი ერთ ბედს გავიზიარებთ. ამიტომ, სანამ შეგიძლია ის უნდა აკეთო, რაც მოგწონს. ამ მხრივ მეც ისეთივე ვარ, როგორიც სხვები.

 

-სიკვდილის არ გეშინია, მაგრამ დაავადებების?

 

-ხვალინდელი დღის ღრუბლებს დღევანდელი დღის მზიანი პერსპექტივიდან არ განვიხილავ.

 

-წარსულს რომ გადახედო, რა გეამაყება და რას ნანობ?

 

-მე არაფერს ვნანობ და ყველაფრით ძალიან ვამაყობ. ჩემი წლები როლინგ სტოუნზში შესანიშნავი დრო იყო. შესაძლოა ეს ყველაფერი ბნელ ფერებში დახატო: ის დრო დეკადენტი იყო, ალბათ ასეცაა, მაგრამ დეკადენტები ძალიან საინტერესოა, არა?

მოამზადა ბექა ბერულავამ 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !