„გოჩა ჩერტკოევი ალიონას ხელით შეეხო, იმიტომ რომ ის კაცი არაა“

Image

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრთან უთანხმოების თაობაზე უკრაინელი ქორეოგრაფები დღემდე დუმილს ამჯობინებდნენ, თუმცა  საშა ოხრიმენკომ და დიმიტრი დიკუსარმა ტაბუ დაარღვიეს და მომხდარზე დეტალურად ისაუბრეს.

 

 

როგორც მათი ნაამბობიდან ირკვევა, გოჩა ჩერტკოევს მათი პროექტიდან ჩამოცილება ჯერ კიდევ პირველ სეზონშივე ჰქონდა გადაწყვეტილი.

 

არადა, უკრაინელი ქორეოგრაფების თქმით, ჩერტკოევის პროექტში მოწვევა ორგანიზატორებს თავად შესთავაზეს. 

 

„ჩვენი გუნდი დაიღალა თვითმარქვიასთან ერთად მუშაობით. მხოლოდ პროექტიდან წამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და საბოლოოდ მან მიზანს მიაღწია. კონკრეტულად შოუზე მთლიანი კონტროლი უნდა, სადაც ის პროდიუსერიცაა, ჟიურიშიც ზის და მისი უახლოესი ნათესავი იკავებს მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობას.

 

მას ათი ცეკვიდან  უცეკვია მხოლოდ ხუთი და დანარჩენ ხუთზე  ძალიან ცოტა რამ იცის, ამიტომ ძალიან ხშირად თავის კომენტარებში ის ასახელებს ცეკვის ელემენტებს, რომლებიც არ ყოფილა მოცემულ ცეკვაში და იმით სარგებლობს, რომ მაყურებელი ტერმინებს ვერ გაიგებს.…

 

ის ყველას უყვებოდა, რომ ამერიკული ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერია, მაგრამ არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ინტერნეტში.  გოჩა ერთადერთი ადამიანია, რომელიც საქართველოდან საზღვარგარეთ ცეკვავს, მაგრამ მას ამის მეტისთვის არ მიუღწევია,“ - ამბობს საშა ოხრიმენკო.

 

„ჩვენი პირველი კონფლიქტი გოჩა ჩერტკოევთან პირველ სეზონზე მოხდა, როდესაც მან არაობიექტურად დაიწყო სამორი ბალდეს შეფასება. გოჩას აშკარად არ უნდოდა სამორის გამარჯვება, ამას ჩვენ მალევე მივხვდით. ჩვენ არ დავუშვით, რომ მას სამორი გაეკრიტიკებინა. მას შემდეგ ჩვენ შორის ღია კონფლიქტი იყო.

 

გოჩა ჩერტკოევს უნდოდა პროექტი გიგი გაჩეჩილაძეს მოეგო. შემდეგ მოხდა ის, რაც ჩვენი პროექტიდან წამოსვლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ის ღიად დაუპირისპირდა და ხელით უბიძგა ალიონას, იმიტომ, რომ ის კაცი არაა. არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი კაცი არ შეეხება სხვის ქალს. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, რომ გოჩამ ალიონას ხელი ჰკრა.

 

მთელმა გუნდმა წამოსვლა გადავწყვიტეთ, რადგან აღარ გვინდოდა მოგვეთმინა იმ ადამიანის გამოხტომები, რომელიც პატივს არ სცემს სხვის აზრს. და საერთოდ, გაუგებარია, ვინ არის. სამეჯლისო ცეკვების შესახებ ბევრი რამ მოვიძიეთ ინტერნეტში, მაგრამ მასზე არსად არაფერი წერია...  

 

გოჩას არ მოეწონა, რომ ალიონამ ერთ-ერთ მონაწილეს უთხრა, არავის მოუსმინო, შენ ყველაზე კარგი ხარო. ჩვენ ასე გამოვხატავთ მხარდაჭერას მოცეკვავეების მიმართ. ეს არ მოეწონა მის აღმატებულება ბატონ გოჩას და მოიქცა ისე, როგორც მოქცევის უფლებაც არ ჰქონდა.  ვისაუბრეთ არხის ხელმძღვანელობასთანაც, როცა მათ გაიგეს მომხდარის შესახებ, გვითხრეს, რომ პროექტს გოჩას გარეშე ვერ ხედავდნენ,“ - აღნიშნა დიმიტრი დიკუსარმა.

 

გოჩა ჩერტკოევმა ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს გიგი გაჩეჩილაძე აკეთებს.

„მე იქ ვიდექი და მსგავსი არაფერი მომხდარა. კონფლიქტი იყო, მაგრამ ხელის კვრა არ დამინახავს...  ახლა მე ვარ პროექტის ქორეოგრაფი და ჩემს დადგმულ ცეკვებსაც აკრიტიკებს. ქორეო-გრაფმა უნდა იცოდეს, რომ კრიტიკა ჩვეულებრივი მომენტია და ნებისმიერმა მსაჯმა შეიძლება მისცეს შენიშვნა. არა მარტო გოჩა აკრიტიკებს ჩემს დადგმულს, არამედ სოფო შევარდნაძე და ჟიურის დანარჩენი წევრებიც. რეალურად ამისთვის არიან ჟიურიში,“ - განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ.  

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !