
აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
ტელევიზიას გასართობი არხის ლიცენზია აქვს, თუმცა იმისთვის, რომ იქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაკეთდეს, საერთო მაუწყებლის ლიცენზია უნდა მიიღოს.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი მისი ოჯახის კუთვნილ არხზე თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავდა.
თუმცა როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაში ავხადებენ, არხი საერთო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზად არ არის.
შესაბამისად დეკემბრისთვის დაანონსებულ თოქ-შოუ, წელს ეთერში ვეღარ გავა.