
გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი საზღვარგარეთ აპირებდა გამგზავრებას, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, შემოქმედებითად აქტიური პერიოდი უდგას, ალბომის გამოსაცემად და ვიდეორგოლების გადასაღებად ემზადება.
„რაღაც სხვანაირი გავხდი. ჩემი შედეგით კმაყოფილი არასდროს ვიყავი. საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს. ყველაზე მთავარი, რაც მაბედნიერებს, ის არის, რომ ჩემთვის კეთილ სიტყვებს არ იშურებენ.
14 წელია არავინ მყვარებია. ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც გამიგებს. არ მიყვარს როცა მატყუებენ. თავად ძალიან ერთგული ვარ, მაგრამ როგორც არ უნდა მიყვარდეს, სულ მასთან ერთად ვერ ვიქნები. მე ჩემი სამყარო მექნება და ეჭვიანობა საჭირო არ არის.
რატომღაც ისე მოხდა, რომ ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ყველამ ჩემი „კლეტკებში“ ჩასმა მოინდომა. თავისუფლების შეზღუდვას ვერასდროს შევეგუები! ახლა აქტიურად ვმუშაობ. 30-მდე სიმღერა მაქვს ჩაწერილი, საკუთარ ალბომს ვაკეთებ და 2-3 ვიდეორგოლს გადავიღებ. საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვარ, ალბომში დუეტი მაკასთან ერთად იქნება.
მე და მაკა მეგობრობას ვაგრძელებთ, უბრალოდ ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მსმენელისთვის კარგია, სიახლეს თუ შევთავაზებთ. სულ ორხმიანი სიმღერა მოსაბეზრებელიც შეიძლება გახდეს. დუეტი გინდა თუ არა, მაინც ჩარჩოში გაქცევს, სცენაზე მოძრაობასაც კი გიზღუდავს.
„ჯორჯია“ ჩემი სულია და მაკაც ასე ფიქრობს. ყველაზე დიდი წარმატება ერთად მოვიპოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ერთ ხაზზე უნდა ვიარო. ექსპერიმენტები მიყვარს, ბანალურობას გავურბივარ. ჩემი შემოქმედებით ამაყი ვარ“, - აღნიშნა რატი დურგლიშვილმა.
„გზა“