
გავრცელებული ინფორმაციით, „კურიერის“ წამყვანი, ირაკლი მაისურაძე „რუსთავი 2“-დან მიდის.
თავად ჟურნალისტი ამ ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის განცხადებით, მაისურაძის არხიდან წასვლა გადაწყვეტილი არ არის.
„მე რამდენადაც ვიცი, მისი წასვლა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. თუმცა ეს შიდა „ნიუსის“ საქმეა და უმჯობესი იქნება თუ „ნიუსის“ ხელმძღვანელობას დაელაპარაკებით. მე არაფერი ვიცი“, - აცხადებს გვარამია.
http://primetimenews.ge/