-
2014-11-26 17:43
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე მასსა და გიორგი ყიფშიძეზე გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს.
„ჩემს პირადზე არავის ვუყვები. ჩემთვის ცხოვრებისეული პრინციპები არსებობს - ქალი როგორი უნდა იყოს, რა არ უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს.
ჩემს თავთან დღემდე მართალი ვარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს გრძნობებსა და ქცევებში.
არასდროს გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ მერე ჩემ საქციელზე პასუხი არ მქონდეს. საჯაროდ არ ვაპირებ რაღაცეების ახსნას, მე არ მოვიქცეოდი ისე, როგორც წერენ, იმიტომ, რომ ეს სწორი საქციელი არ არის. გიორგი ყიფშიძის ოჯახის დანგრევის მიზეზი არ ვყოფილვარ.
ამ ყველაფერზე არ დავწვრილმანდები. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი არ გავმხდარვარ. გიორგისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც ვმეგობრობ“, - აცხადებს ჯულიანა.
„სარკე“